“ჩვენ უკვე შევთანხმდით "ენმ“ -სთან და "დაიტოვეს"-თან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე“ - გირჩის განცხადება

03.09.24 16:04
“ჩვენ უკვე შევთანხმდით "ენმ“ -სთან და "დაიტოვეს"-თან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე“ - გირჩის განცხადება

“პარტია უკვე შეთანხმდა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სამოქალაქო მოძრაობა “დაიტოვეს“ ორგანიზატორებთან ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნების დღეს რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე“, - ამის შესახებ “გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

არჩევნების დღეს, მიუხედავად განსხვავებულობის, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად. ჩვენს პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ადგილი ეკუთვნის. მზად ვართ ამ ადგილების ნაწილი გავუზიაროთ სხვა პარტიებს და სამოქალაქო მოძრაობებს.

ჩვენ უკვე შევთანხმდით "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "დაიტოვეს"ს ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე, რათა უკეთ დავაკვირდეთ არჩევნებს და დავიცვათ ხმები" , – ვკითხულობთ განცხადებაში.

მათივე ინფორამციით, “გირჩი“ ღიაა ხმების დასაცავად სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის და ამ პროცესში საერთო კოორდინატორის ფუნქციის ასაღებად.

თანამშრომლობის აუცილებელი პირობაა დისკუსიების და განსხვავებული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა, რისთვისაც პარტიული მედიასაშუალებები ღია უნდა იყოს ერთმანეთისთვის.

წინასაარჩევნო დისკუსიები და დებატები ერთი მხრივ, და კოორდინირებული მუშაობა არჩევნების დღეს მეორე მხრივ, გააძლიერებს ოპოზიციას, ამიტომ ღია ვართ სხვა პარტიებთან თანამშრომლობისთვისაც ამ მიმართულებით და მზად ვართ ამ პროცესში საერთო კოორდინატორის ფუნქციაც ავიღოთ", – წერია გირჩის განცხადებაში.