სარკინიგზო შემთხვევის გამო თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა
თბილისის შესასვლელში დღევანდელი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორნმაციას "საქართველოს რკინიგზა" აქვეყნებს.
"ძვირფასო მგზავრებო, მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.
კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის" -ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევას საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.