დღეს დასავლეთში არ არსებობს იმის ილუზია, რომ ივანიშვილი რუსეთს არ ემსახურება - სამადაშვილი

03.09.24 17:16
დღეს დასავლეთში არ არსებობს იმის ილუზია, რომ ივანიშვილი რუსეთს არ ემსახურება - სამადაშვილი

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის უმძიმესი განცხადებები საერთაშორისო პარტნიორებთან შედეგს გამოიღებს.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს დასავლეთში არავის აღარ აქვს იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთს არ ემსახურება.

მისივე განცხადებით, დასავლეთში ასევე კარგად აქვთ აგცნობიერებული, რომ ხელისუფლების შეცვლის გარეშე საქართველოს ევროპული მომავალი აღარ იარსებებს და ქვეყანა სრულად რუსეთის გაველნის ქვეშ მოექცევა. 

შეიძლება, დასავლეთში ვიღაცას ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილი არ ემსახურება რუსეთს და რუსულ დღის წესრიგს არ ასრულებს. დღეს ეს ილუზია არ არსებობს. ანუ, დღეს დასავლეთში ყველას აქვს გაცნობიერებული, რომ ხელისუფლების შეცვლის გარეშე საქართველოს ევროპული მომავალი აღარ იარსებებს და საქართველო დაუბრუნდება სამუდამოდ უკვე და სრულად რუსეთის გავლენის სფეროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ადეკვატური ჩართულობაც იქნება და შეფასებებიც ადეკვატური იქნება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე კონფერენციის, "გარდამტეხი წელის" მონაწილეებს შეხვდა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, რა დროსაც, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოცნებად ყოფნა შეწყვიტა და კოშმარად იქცა.