ივანიშვილის კოშმარი 26 ოქტომბერს დაიწყება - აქუბარდია

03.09.24 17:17
ივანიშვილის კოშმარი 26 ოქტომბერს დაიწყება  - აქუბარდია

პარლამენტის დეპუტატი და პარტია "საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობამ "ოცნებას" არჩევნებზე უნდა გასცეს საკადრისი პასუხი და 26 ოქტომბრის დღე კოშმარად უნდა უქციოს.

აქუბარდიას თქმით, ივანიშვილი კოშმარის სწორედ 26 ოქტომბერს დაიწყება.

ის, რომ "ქართული ოცნება" დასრულდა ქართული კოშმარით, ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია საუბარია, თუმცა, ამ ვითარებაში ეს კოშმარი არა მთლიანად საქართველოს, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს უნდა ვუქციოთ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის კოშმარი დაიწყება სწორედ 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს მას", - განაცხადათეონა აქუბარდიამ. 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე კონფერენციის, "გარდამტეხი წელის" მონაწილეებს შეხვდა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, რა დროსაც, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოცნებად ყოფნა შეწყვიტა და კოშმარად იქცა.