როგორ აპირებს ოპოზიცია არჩევნებზე ხმების დაცვას - პრეზიდენტის და “ძლიერი საქართველოს“ შეხვედრა დასრულდა

03.09.24 17:26
როგორ აპირებს ოპოზიცია არჩევნებზე ხმების დაცვას - პრეზიდენტის და “ძლიერი საქართველოს“ შეხვედრა დასრულდა

როგორ აპირებს ოპოზიციას არჩევნებზე ხმების დაცვას - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის და  “ძლიერი საქართველოს“ ლიდერების შეხვედრა დასრულდა.

კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ მათ პრეზიდენტისგან მოისმინეს მთავარი გზავნილი - “ ეს არჩევნები არის გადამტეხი, სადაც ქვეყნის ბედი წყდება.“

როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, საუბარი იყო შესაძლო გაყალბების მინიმუმადე დაყვანის მცდელობის პრევენციის გზებზე.

ძირითადი კითხვები იყო არჩევნებთან დაკავშირებით, როგორ მოვახდინოთ იმის პრევენცია, რომ გაყალბება არ მოხდეს. ასევე ნებისმიერ ადამიანს რომ ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნებისმიერ ემიგრანტს ჰქონდეს შესაძლებლობა მისცეს ხმა მარტივად. პრეზიდენტს აინტერესებდა, როგორ დაიცავს ჩვენი კოალიცია ხმებს. რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ან გამოვრიცხოთ, ან მინიმუმამდე დავიყვანოთ გაყალბება, რასაც “ოცნება“ ეცდება. 

მთავარია, ბევრი ამომრჩეველი მივიდეს, მათი არჩევანი იყოს გააზრებული და არა შიშის ქვეშ გაკეთებული. ვუთხარით პრეზიდენტს ჩვენი კოალიაცია რამდენადაა ჩართული მოსახლეობის ნმობილიზაციის საკითხში, გაყალბების პრევენციის საკითში და რას ვაკეთებთ ემიგრაციის საკითში, - ალეკო ელისაშვილმა,“- განაცხადა ელისაშვილმა.

ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტს აინტერესებდა, როგორ ემზადება პროდასავლური ოპოზიცია არჩევნებისთვის.

ჩვენი კოალიცია მოემზადება ისეთი გეგმით, რომელითაც საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ნებისმიერი ამომრჩევლის ხმა“, - დასძინა მან.

ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები მოახლოებულ არჩვენებზე, რა ხედვები და გეგმები გვაქვს და მთავარი იყო იმაზე საუბარი, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს ჩვენი მომავლისთვის. მთავარი საკითხი არის ის, რომ საქართველოში დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, ამაში ყველამ თავისი როლი უნდა შეაესრულოს, ამაზე გვქონდა საუბარი.

მისგან მოვისმინეთ ის, რომ ეს არის გარდამტეხი არჩევნები,სადაც უნდა გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი“,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.