„ქართული ოცნება ქართული კოშმარია“ - პრეზიდენტის განცხადებებს „ოცნება“ თავდასხმის ახალი სერიით პასუხობს
საქართველოს პრეზიდენტს "ოცნება ღირსებას" უწუნებს და გადადგომას ურჩევს. ომის ახალი სერია ივანიშვილის რეჟიმმა მას შემდეგ წამოიწყო, რაც ქვეყნის მთვარსარდალმა საერთაშორისო პარტნიორებს უთხრა, რომ "ქართული ოცნება" "ქართული კოშმარია". ოლიგარქის გუნდში კარგად იციან, რომ პრეზიდენტის ნათქვამს სხვა წონა და ფასი აქვს, ამიტომ აგრესია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დღეს იმაზე დიდი იყო, ვიდრე მანამდე.
"ოცნებისგან" გასხვავებით პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებზე. ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს უსმენდა, ამბობს, რომ მან ქართული რეალობა ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ზედმიწევნით სწორად ასახა. ამ რეალობის გათვალისწინებით კი პარტნიორების მიმართვის ადრესატი ქართველი ხალხია, რომელსაც გადამწყვეტ არჩევნებზე სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.