რუსული რეპრესიების მოლოდინში - ქვეყანაში რუსული კანონი ამოქმედდა

03.09.24 20:33
რუსული რეპრესიების მოლოდინში - ქვეყანაში რუსული კანონი ამოქმედდა

 

 

ქართული არასამთავრობო სექტორი რუსული რეპრესიების მოლოდინში - ქვეყანაში პუტინისტური კანონი ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედებაზე იუსტიციის სამინისტრო გადადის. ვინც საკუთარი სურვილით აგენტად არ დარეგისტრირდება, მაშინ მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები ამომქმედდება. რუსული კანონი სამინისტროს სპეციალურ სამსახურს აძლევს სრულ შესაძლებლობას, დაიწყოს რეპრესიები, რაც შესაძლოა, ორგანიზაციების ლიკვიდაციითაც კი დასრულდეს.

მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად, დაუმორჩილებლობა გრძელდება.  ორგანიზაციების  98 %-ზე მეტი უარს ამბობს, აგენტის იარლიყი მიიკრას და უკან არ იხევენ. "ქართული ოცნებიდან" კი მათ შეუთვალეს, რომ კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აღსრულება დაიწყება.

გადარჩენის ბოლო შანსი არასმათავრობო სექტორისთვის საკონსტიტუციო სასამართლოა, მაგრამ პლენუმი გადაწყვეტილების გამოცხადებას აჭიანურებს. მოსამართლეები სამოქალაქო სექტორის გაქრობის საფრთხეს არ იმჩნევენ.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.