ხმების დაცვა და ემიგრანტების ჩართულობა არჩევნებში - "ძლიერი საქართველოს" ლიდერები პრეზიდენტს შეხვდნენ

03.09.24 20:15
ხმების დაცვა და ემიგრანტების ჩართულობა არჩევნებში - "ძლიერი საქართველოს" ლიდერები პრეზიდენტს შეხვდნენ

 

 

უერთდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი "ძლიერ საქართველოს"? - ფოტო სოციალურ ქსელში გამოჩნდა, რომელმაც ახალი პოლიტიკური ინტრიგა გააჩინა. კოალიციის ლიდერები საქართველოს მე-4 პრეზიდენტთან ერთად არიან გადაღებულები.

"ძლიერ საქართველოში" მარგველაშვილთან ალიანსს არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და განსაკუთრებით, რუსულ კანონთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

მანამდე კი "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ქვეყნის მე-5 პრეზიდენტთან იყვნენ. გადამწყვეტი არჩევნების დაცვა გაყალბებისგან და ემიგრანტების ჩართულობა - ეს იყო დღეს ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ხელისუფლებამ საზღვარგარეთ მცხოვრები ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ხმის უფლების გარეშე დატოვა, ამიტომ ორგანიზაცია "ემ გიდი" მოქმედებაზე გადადის და ემიგრანტების ხმების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.