მერე რა, დანაშაულია ქეიფი? - ღარიბაშვილი მის მიერვე დაწესებული რეგულაციების დარღვევაზე

08.08.21 17:21
მერე რა, დანაშაულია ქეიფი? - ღარიბაშვილი მის მიერვე დაწესებული რეგულაციების დარღვევაზე

"მერე რა, დანაშაულია ქეიფი?" - ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რატომ დაარღვია პრემიერმა კორონავირუსის რეგულაციები და რატომ იყო ხალხმრავალ სუფრაზე.

პრემიერმინისტრმა გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე გუშინ,  სოფელ არხილოსკალოში ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა.ღარიბაშვილთან ერთად სუფრაზე  იყო ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური. 

სუფრაზე არც სოციალური დისტანცია იყო დაცულია და არც პირბადე ეკეთათ.