პარლამენტის თავმჯდომარე სკოლის მასწავლებლის როლში - პაპუაშვილმა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას "არები" დაუწერა

03.09.24 20:41
პარლამენტის თავმჯდომარე სკოლის მასწავლებლის როლში - პაპუაშვილმა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას "არები" დაუწერა

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე სკოლის მასწავლებლის როლში - მეათე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია არდადეგებიდან დაბრუნებულმა პაპუაშვილმა სიის ამოკითხვით გახსნა. ნახევრადცარიელ დარბაზში დარჩენილი "ოცნების" სპიკერი "არას" უწერდა ყველას, ვინც სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა და არ მივიდა. ეს ნაწილი რომ დაასრულეს, ხალხს ისევ პოლიტიკური შურისძიების გეგმა გააცნეს.

ერთადერთი, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ამომრჩეველს გადამწყვეტ არჩევნებზე ჰპირდება, ოპოზიციიური პარტიების აკრძალვაა. ეს გზავნილი დეპუტატებმა ახლა უკვე საპარლამენტო ტრიბუნებიდან გააჟღერეს, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიცია "ოცნებას" ახსენებდა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს, მშიერ ბავშვებს, რომლებსაც პოლიტიკური მუქარა კი არა, დახმარება უნდათ, რომ ცოცხლები გადარჩნენ.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.