კოალიცია “ძლიერ საქართველოს“ გიორგი მარგველაშვილი უერთდება?
კოალიცია “ძლიერ საქართველოს“ ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უერთდება? - კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც სხვა ლიდერებთან ერთად, გიორგი მარგველაშვილიცაა აღბეჭდილი.
წინ მხოლოდ გამარჯვებაა“,- წერს კუპრაძე.
“პირველები“ ინფორმაციის დაზუსტებას, კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან, ლევან ცუცქირიძესთან შეეცადა, თუმცა, მან კომენტარისგან თავი შეიკავა.
როგორც ყველა ხედავს, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჩვენი კოალიცია ყველაზე სწრაფად მზარდია, დღითიდღე იკრებს ძალებს. თუმცა, ამის იქით ვერაფერს გეტყვით, საუბარია ძალიან ბევრ ადამიანთან“,- განაცხადა ცუცქირიძემ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.