ბაქრაძე: ორი პრეზიდენტი მოიყვანეს სათავეში, ორივე მათი დაუძინებელი მტერია
“ორი პრეზიდენტი მოიყვანეს ქვეყნის სათავეში და ორივე მათი დაუძინებელი მტერია“ - განაცხადა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ “ტვ პირველის„ ეთერში და აღნიშნა, რომ ეს იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს წერა-კითხვა თუ შეუძლია, შეუძლებელია “ოცნების“ მხარდამჭერი იყოს.
ორი პრეზიდენტი მოიყვანეს ქვეყნის სათავეში და ორივე მათი დაუძინებელი მტერია. ეს იმაზე მიგვითითებს, რომ ადამიანს წერა-კითხვა თუ შეუძლია, შეუძლებელია “ოცნების“ მხარდამჭერი იყოს. ძალიან სასაცილოა, ამუნათებენ ზურაბიშვილს, ჩვენი მოყვნილი, რატომ არაა ჩვენი მომხრეო, მეორეს მხრივ დედ-მამის სულს აგინებენ“,- განაცხადა ბაქრაძემ.
კოალიცია “ძლიერ საქართველოს“ ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უერთდება? - კოალიციის ერთ-ერთი ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სხვა ლიდერებთან ერთად, გიორგი მარგველაშვილიცაა აღბეჭდილი.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.