ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟეთ არ წახვიდოდით? - ღარიბაშვილი ჟურნალისტებს

08.08.21 18:21
ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟეთ არ წახვიდოდით? - ღარიბაშვილი ჟურნალისტებს

"ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟეთ არ წახვიდოდით?", - ასე მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ, რატომ დაარღვია პრემიერმა კოვიდრეგულაციები სუფრაზე ქეიფით კახეთში. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სოფელში გამარჯვების აღსანიშნად დაპატიჟა, რაზეც უარი ვერ უთხრა.

ჩვენთვის საამაყო კაცთან, ლაშა ბექაურთან მისი მოწვევით, ვიმყოფებოდი მშობლიურ მუნიციპალიტეტში, დედოფლისწყაროში. ჩავედით სოფელში აღვნიშნეთ ხალხთან ერთად მისი ტრიუმფალური გამარჯვება. ამის შემდეგ გაიმართა რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, არ ვიცი რა კადრებით ნახეთ იქ იყო დისტანცია ჩვენ ვისხედით დისტანციის დაცვით მეტ-ნაკლებად როგორც შეგვეძლო. ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟეთ არ წახვიდოდით? ჩვენს მუნიციპლაიტეტში ეპიდვითარება არის ძალიან მსუბუქი, სადაც მე ვიყავი, მანამდე ბევრი ადამიანი იყო გატესტილი და ყველაფერი იყო წესრიგში", - თქვა ღარიბაშვილმა.