უერთდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი "ძლიერ საქართველოს"? - რას ამბობენ კოალიციაში
უერთდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი კოლიაცია "ძლიერ საქართველოს"? - კითხვას კოალიციაში კონკრეტულად არ პასუხობენ, თუმცა ამბობენ, რომ მეოთხე პრეზიდენტი ნებისმიერი ერთობისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო შენაძენი იქნებოდა.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, რა ტიპის აქტივობა იქნება გიორგი მარგველაშვილის მხრიდან და ვისთან ითანამშრომლებს, ამაზე, სავარაუდოდ, მოგვიანებით თავად მეოთხე პრეზიდენტი ისაუბრებს. ამასთან, პოლიტიკოსი ადასტურებს, რომ "ძლიერ საქართველოს" მარგველაშვილთან ურთიერთობება და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ნამდვილად აქვს.
ჩვენი კოალიცია, უკვე ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ შედგება სხვა და სხვა სუბიექტებისგან, კიდევ გრძელდება გარკვეული შემომატებები, გაძლიერება. გიორგი მარგველააშვილისნაირი ადამიანი და პოლიტიკოსი, მე ვფიქრობ, ყველა კოალიციისთვის და ყველა ერთობისთვის ძალიან მნიშნელოვანი და საინტერესო შენაძენი იქნება. რა ფორმით, როგორ მიიღებს მონაწილეობას და ტიპის აქტივობა იქნება მისი მხრიდან, ამის თაობაზეც ალბათ მოგვიანებით უფრო შეიძლება საუბარი და მისგან. ის, რომ ჩვენ მასთან ურთიერთობა გვაქვს, პოლიტიკური აზრების გაცვლა-გამოცვლა გვაქვს, ამას ცხადია, ვადასტურებთ, ის ბევრი ჩვენთაგანისთვის ახლო მეგობარია, პოლიტიკური თანამებრძოლია და ბუნებრივია, ყოველთვის საინტერესოა მისი პოზიციების მოსმენა, - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც სხვა ლიდერებთან ერთად, გიორგი მარგველაშვილიცაა აღბეჭდილი. საკითხზე, უერთდება თუ არა მეოთხე პრეზიდენტი "ძლიერ საქართველოს", ჯერ-ჯერობით თავად მარგველაშვილი განმარტებას არ აკეთებს.