"კოშმარი" აგენტების ტერმინია" - კობახიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაზე
"კოშმარი" აგენტების ტერმინია, სწორედ აგენტები იყენებენ ამ ტერმინის ''ქართული ოცნების'' მიმართ - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს ''ნაცმოძრაობის'' მარიონეტად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს "რასაც ჩასძახებენ იმას ამოსძახებს".
"სალომე ზურაბიშვილი არ არის პრეზიდენტი" - ამბობს პრემიერი და აცხადებს, რომ მის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რომ საერთაშორისო პარტნიორები პრეზიდენტის მოსაზრებებს იზიარებენ, კობახიძე ამბობს: "ერთი აგენტი მეორე ხვდება, ეს არ არის საინტერესო"
,,სალომე ზურაბიშვილი არის ''ნაც მოძრაობის'' მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ იმას ამოსძახებს. აქედან გამომდინარე, ყველამ კარგად იცის ის ყველაფერი. მათ შორის იმ უცხოელებმაც იციან ვისი აგენტია სალომე ზურაბიშვილი. აქედან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს საერთოდ არანაირი ფასი არ აქვს. არც ოპოზიციისთვის, არც უცხოელებისთვის, მითუმეტეს არც ქართველი ხალხისთვის. ის არის ჩვეულებრივი ''ნაც მოძრაობის'' პრეზიდენტი, ''ნაც მოძრაობის'' მარიონეტი. შესაბამისად, მის ყველა განცხადებას აქვს ნულოვანი ფასი. რაც შეეხება სიტყვა კოშმარს, მას სიტყვა გაექცა. რეალურად არ შეიძლება ერთი აგენტი საუბრობდეს, ზუსტად იგივე სიტყვებით, როგორც საუბრობენ სხვა აგენტები. კოშმარი არის აგენტების ტერმინი, სწორედ აგენტები იყენებენ ამ ტერმინის ''ქართული ოცნების'' მიმართ. მე არ ვურჩევდი სალომე ზურაბიშვილს, რომ მომავალში ზუსტად იმ იდენტური ტერმინებით ისაუბროს, როგორც სხვა აგენტები საუბრობენ. ის ამით შიფრავს საკუთარ როლს.
არ არის სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი. მან თავადვე აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, როცა მას მიმართა სარჩელით. ეს არის ის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც დაადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილია რის არალეგიტიმური პრეზიდენტი. ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი. ერთადერთი რის ხარჯზე სალომე ზურაბიშვილი ინარჩუნებს თანამდებობას არის ''ნაც მოძრაობის'' მხარდაჭერა", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე კონფერენციის, "გარდამტეხი წელის" მონაწილეებს შეხვდა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, რა დროსაც, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოცნებად ყოფნა შეწყვიტა და კოშმარად იქცა.