არჩევანი უმარტივესია: აირჩიო ევროპული კეთილდღეობა, უარი უთხრა იზოლაციას, რომელიც არის წყარო სიბნელისა და სიღატაკის - არმაზ ახვლედიანი
“ეს არის უმარტივესი არჩევანი: აირჩიო ევროპული კეთილდღეობა, უარი უთხრა იზოლაციას, რომელიც არის წყარო სიბნელისა და სიღატაკის", - ამის შესახებ არმაზ ახვლედიანმა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის მთავარი გამოსავალი ერთიანობაა, რაც ევროპულ კეთილდღეობას საქართველოში გზას გაუხსნის.
თითქოს რა უნდა იყოს ამაზე მარტივი, რომ გააკეთო არჩევანი, მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრამდე საქართველოში აღარ დარჩება არცერთი მოქალაქე, ვინც ვერ ჩამოყალიბდება, რომ ეს არის უმარტივესი არჩევანი - აირჩიო ევროპული კეთილდღეობა, უარი უთხრა იზოლაციას, რომელიც არის წყარო სიბნელისა და სიღატაკის. მჯერა, რომ აღარ დარჩება არცერთი მოქალაქე საქართველოში, რომელიც ვერ გააცნობიერებს, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია უდიდესი ეპოქალური ცვლილებით, რომლის მოტანაც შეუძლია ერთიანობას, რომელიც საწყისია ნანატრი მმართველობისა, რაც დაასრულებს იზოლაციას, ავტოკრატიას და ამდენად, სიღატაკეს დაასრულებს საქართველოში და ფართოდ გაუხსნის გზას კეთილდღეობას, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ევროპაში, მხოლოდ ევროპულად, წესიერი, სამართლიანი მმართველობით.”- განაცხადა ახვლედიანმა.