ელოდება თუ არა "ოცნება" შტატებიდან ახალ სანქციებს - კობახიძის პასუხი

04.09.24 11:58
ელოდება თუ არა "ოცნება" შტატებიდან ახალ სანქციებს - კობახიძის პასუხი

ელოდება თუ არა "ოცნება" შტატებიდან ახალ სანქციებს? - ირაკლი კობახიძე სახდეპიდან წამოსულ გზავნილს  არასერიოზულს უწოდებს.

პრემიერ-მინისტრი კვლავ გლობალურ ომის პარტიაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას დიდი გავლენა აქვს აშშ-ში, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტზე.

კობახიძე აშშ-ს მიერ საქართველოსთვის $95-მილიონიანი დახმარების შეჩერებაზეც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ მთავრობამ ამ თანხის შინაარსს ვერ მიაგნო.

ეს არის არასერიოზული. მითუმეტეს თქვენ იცით, რომ ამ ქვეყნაში მშვიდობის მთავარი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი და მის მიმართ უკვე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, როგორც კი დაიწყო ომი უკრაინაში მას გაუყინეს თანხები, იმის გამო, რომ არ დავუწესეთ რუსებს სანქციები, არ დავაქციეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, არ გავაგზავნეთ მებრძოლო მოხალისეები. ამას ითხოვდნენ, იმიტომ რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი.

გლობალური ომის პარტიას აქვს სერიოზული გავლენა კონკრეტულ სტრუქტურებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და სამწუხაროდ სახელმწიფო დეპარტამენტზე. შესაბამისად ჩვენ გვესმის ასეთი გზავნილები, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენთვის მთავარი ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და მთავარია ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა, თქვენ ხედავთ რა მდგომარეობაშია ეს ქვეყანა. ჩვენ გვაქვს მთავარი ამოცანა, რომ ჩვენი ქვეყანა არ მივიდეს იმ მდგომარეობამდეა, რა მდგომარეობაშიც არის უკრაინა მისული. რაც შეეხება 95 მილიონს, ჩვენ ვერ მივაგენით ამ თანხის შინაარს, დანარჩენი თავად განმარტონ", - ამბობს კობახიძე.

ამერიკის შეერთებული შტატები ახალ სანქციებს აანონებს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადციულ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს "არ გამორიცხავს".

მილერმა ასევე განაცხადა: ასევე ჩვენ შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება, ეს გადახედვა გრძელდებაა და არ გამოვრიცხავ, დამატებით მოქმედებებს.