არ არის გამორიცხული, ინდივიდუალური სანქციების მორიგი ტალღა ვიხილოთ - ნაცვლიშვილი

04.09.24 12:09
არ არის გამორიცხული, ინდივიდუალური სანქციების მორიგი ტალღა ვიხილოთ - ნაცვლიშვილი

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ შტატებიდან ინდივიდუალური სანქციების მორიგი ტალღა ვიხილოთ.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ეს უბრალოდ დროის ამბავია.

იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" კვლავ მიყვება რუსეთის გზას და აქტიურად აანონსებს რუსულ პოლიტიკას და რუსული კანონის პრაქტიკაში აღსრულებას, ამ პოლიტიკის ფარგლებში საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ ინდივიდუალური სანქციების მორიგი ტალღა ვიხილოთ. ეს უბრალოდ დროის ამბავია, თუ როდის შეეხება შემდეგ ჯგუფს სანქციები, თორემ რომ შეეხება ეს საკითხი აღარ არის უკვე კითხვის ნიშნი ქვეშ. არ შეიძლება სანქცირებული ხელისუფლებისგან გვქონდეს მოლოდინი, რომ ისინი ან საქართველოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან პროგრესს რამენაირად უზრუნველყოფენ მაშინ, როდესაც თითოეული მათგანი დღეს არის ამერიკის და საერთაშორისო სანქციების ობიექტი და ზოგი რიგშია ჩამგდარი", - ამბობს ნაცვლიშვილი.

ამერიკის შეერთებული შტატები ახალ სანქციებს აანონებს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადციულ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს "არ გამორიცხავს".