საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ "ოცნებამ" ქვეყანა შეიყვანა სრულ იზოლაციაში - ჭიაბერაშვილი
"საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ "ოცნებამ" ქვეყანა შეიყვანა სრულ იზოლაციაში, რომელიც გვემუქრება სიღატაკით, ქართველი ხალხის არჩევანია საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ევროპული კეთილდღეობისთვის საჭიროა, რომ 26 ოქტომბერს "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან წავიდეს.
რუსული კანონის გამო გაჩერდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყანა შეიყვანა ჩიხში, სრულ იზოლაციში, რომელიც გვემუქრება სიღატაკით და ამის საპირისპიროდ, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული კეთილდღეობის სასარგებლოდ, ქართველი ხალხის არჩევანია, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ეს გზა გადის რუსული კანონის გავლენით. ქართულმა ოცნებამ რუსული კანონით გააღრმავა პოლარიზაცია, რასაც 12 წელია ნერგავს. ქართული ოცნება აგრძელებს სიძულვილის, გათიშულობის და ზიზღის კამპანიას, რომელსაც ასი ათასობით ადამიანი გაურბის ჩვენი ქვეყნიდან , ამიტომ გზა იქითკენ, რომ ჩვენ გვქონდეს ევროპული კეთილდღეობა ამ ქვეყანაში, გადის 26 ოქტომბერს, ქართული ოცნების დამარცხებაზე და ამ გათიშულობის, სიძულვილის და იზოლაციიდან თავის დაღწევაზე“. განაცხადა ,,ერთიანობა“-,,ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა