არავინ აპირებს რუს ოლიგარქ ივანიშვილს მისცეს შანსი, წაართვას ქართველ ხალს ევროპული მომავლის შესაძლებლობა - სამადაშვილი
"ძლიერი საქართველოს" ლიდერს, სალომე სამადაშვილს უჭირს თქმა, თუ როდის იქნება სანქციებსი ახალი ტალღა შტატებიდან, თუმცა ის დანამდვილებით იცის, რომ პერსონალიზილებული, ტარგეტირებული სანქციები "ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ განიხილება.
სამადაშვილის თქმით, არავინ აპირებს ბიძინა ივანიშვილს მისცეს შანსი, ქართველ ხალს ევროპული მომავლის შესაძლებლობა წაართვას.
პერსონალიზილებული, ტარგეტირებული სანქციები რეჟიმის წარმომადგენლების წინააღმდეგ განიხილება და დგას დღის წესრიგში. მე გამიჭირდება გითხრათ, როდის იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული. ეს გადაწყვეტილებები, რომ არის მომწიფებული, როგორც პოლიტიკურ ასევე ბიუროკრატიულ დონეზე ჩვენ ამას ვხედავთ, იმიტომ რომ არავინ არ აპირებს რუს ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს მისცეს შანსი, წაართვას ქართველ ხალს დემოკრატიული, ევროპული მომავლის შესაძლებლობა", - განაცხადა სამადაშვილმა.
“ამერიკის შეერთებული შტატები ახალ სანქციებს აანონებს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადციულ ბრიფინგზე განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს "არ გამორიცხავს".