კობახიძეს ვურჩევ, თავის უფროსს დაუკავშირდეს, ვინც უწერს ინსტრუქციებს მოსკოვში და განახლებული სასაუბრო მოითხოვოს - სამადაშვილი

04.09.24 13:07
კობახიძეს ვურჩევ, თავის უფროსს დაუკავშირდეს, ვინც უწერს ინსტრუქციებს მოსკოვში და განახლებული სასაუბრო მოითხოვოს - სამადაშვილი

კობახიძეს ვურჩევ, თავის უფროსს დაუკავშირდეს, ვინც უწერს ინსტრუქციებს მოსკოვში და განახლებული სასაუბრო მოითხოვოს - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას.

სამადაშვილის თქმით, ყოველი არჩევნების წინ, ქვეყნის პრემიერი კრემლში დაწერილ სასაუბროს იყენებს. 

ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, რომ დაუკავშირდეს თავის უფროსს, ვინც ჰყავს არ ვიცი, ვინც უწერს ინსტრუქციებს მოსკოვში და განახლებული სასაუბრო მოითხოვოს, იმიტომ რომ მისი საკუთარი თავის შეურაცხყოფა, იმ პოლიტიკური გუნდის დაცინვა და ქართველი ხალხის მასხრად და აბუჩად აგდება ყველა არჩევანის წინ, კრემლში დაწერილი ერთი და იგივე სასაუბროს გამოყენებაა", - ამბობს სამადაშვილი. 

საქართველოს პრემიერი სკანდალურ თეორიას ავითარებს - დღეს ირაკლი კობახიძემ იერიში ოპოზიციაზე მოიტანა და პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა გამორიცხული არ არის.

მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ ამ სცენარის ავტორი რადიკალური ოპოზიციაა, მიზანი კი სიტუაციის არევაა.