"ჩვენ გავლახავთ ნაცებს და მერე თქვენ დაგაბრალებთო" - რა ამოიკითხა ხვიჩიამ კობახიძის განცხადებაში

04.09.24 13:12
"ჩვენ გავლახავთ ნაცებს და მერე თქვენ დაგაბრალებთო" - რა ამოიკითხა ხვიჩიამ კობახიძის განცხადებაში

"ჩვენ გავლახავთ ნაცებს და მერე თქვენ დაგაბრალებთო" - სწორედ ეს ამოიკითხა "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ხვიჩია ვარაუდობს, რომ კობახიძემ ოპოზიციაში მხოლოდ "ნაცური ოპოზიცია" იგულისხმა.

,,მე ერთი შეხედვით, რასაც ვუყურებ ესეთ რაღაცას ვკითხულობ ჩვენ გავლახავთ ნაცებს და მერე თქვენ დაგაბრალებთო. დაახლოებით ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ერთი შეხედვით. გულისხმობენ, ნაცურ ოპოზიციას იგულისხმება მართლა ნაცური ოპოზიცია ამ შემთხვევაში და მე მგონი მაგასთან არაფერს შუაში არ ვარ, მე არ დამბრალდება ის, რომ საკუთარი თავის გალახვას ვაპირებ" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

საქართველოს პრემიერი სკანდალურ თეორიას ავითარებს - დღეს ირაკლი კობახიძემ იერიში ოპოზიციაზე მოიტანა და პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა გამორიცხული არ არის.

მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ ამ სცენარის ავტორი რადიკალური ოპოზიციაა, მიზანი კი სიტუაციის არევაა.