7 395 731 ლარის შემოწირულობიდან 84%-ზე მეტი "ოცნებამ" მიიღო - ISFED წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვაზე საუბრობს

04.09.24 13:34
7 395 731 ლარის შემოწირულობიდან 84%-ზე მეტი "ოცნებამ" მიიღო - ISFED წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვაზე საუბრობს

საჯარო მოხელეების იძულება, ამომრჩევლის მოსყიდვა, პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილი ზღვარი, პოლარიზებული გარემო და მმართველი პარტიის ანტიდასავლური რიტორიკა - როგორ გამოიყურება წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში? მონიტორინგის ანგარიში "სამართლიანმა არჩევნებმა" გაასაჯაროა. 

დოკუმენტში გადამწყვეტი არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს რელობაზეა საუბარი. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელისუფლებო გუნდმა მასშტაბური სახელმწიფო პროქტების ინიცირება დაიწყო, რაც ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნოდ გამოყენების ნიშნებს შეიცავს. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებმა ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის 5 ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან 3 მმართველ პარტიას, ხოლო 2 ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას უკავშირდება.

ანგარიშის თანახმად, ასევე, 1-ელი ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდში 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ 7 395 731 ლარის შემოწირულება მიიღო, რომლის 84%-ზე მეტი "ოცნების"
შემოწირულებებზე მოდიოდა.

ISFED-ის ხელმძღვანელი ყურადღებას წინასაარჩევნოდ პოლარიზებულ გარემოზეც ამახვილებს და ამბობს, რომ მეტწილად ამას ხელი რუსული კანონის მირებამ შეუწყო. 

 ოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიას საქართველო ძლიერი პოლარიზაციით ხვდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარცევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერების დაპირება საკუთარ ამომრჩეველთან, თუკი ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ, ისინი ოპოზიციურ გაერთიანებებს ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებენ. პოლარიზაციის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ასევე რუსული კანონის საბოლოოდ მიღებამ. მნიშვნელივანია ასევე ამ პერიოდში, რომ განხორციელდა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. პრობლემური საკითხი, რომელზეც ჩვენ ცალკე განცხადებაც გვქონდა, იყო ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება წილისყრებთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი ოპოზიციური გაერთიანების საარჩევნო ღონისძიებების დროს ხელის შეშლის ფაქტები, ასევე იყო ძალადობის რამდენიმე ფაქტი, ოფისის დაქირავებისას წარმოშობილი პრობლემები და თავდასხმის შემთხვევები. წლის 1 ივნისიდან 20 აგვისტომდე  -მა პოლიტიკურმა პარტიამ 7 მლნ-ზე მეტი თანხა მიიღო, რომელთანაგ 84%-ზე მეტი მმართველ პარტიაზე მოდის, - ამბობს ნინო დოლიძე.