საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჩვენ დევნილ მოქალაქეებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა, თუმცა ეს მალე დასრულდება - ლევან სამუშია

04.09.24 13:53
 საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჩვენ დევნილ მოქალაქეებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა, თუმცა ეს მალე დასრულდება - ლევან სამუშია

რა პირობებში უწევთ ცხოვება ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - საკითხზე ცოტა ხნის წინს საგანგებო ბრიფინგი "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ლევან სამუშიამ გამართა. ოპოზიციონერმა ლიდერმა იმ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელშიც დევნილ მოსახლეობას უწევს ცხოვრება. 

სამუშიამ ყურადღება გადაადგილების პრობლემაზე გაამახვილა და თქვა, რომ რუსული ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს ზუგდიდში ნაყიდი პროდუქტის და საყოფაცხოვრება ნივთების გადატანის პროცესს განგებ ურთულებს. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის თქმით, დევნილების ამგვარი ტანჯვა სულ მალე, 26 ოქტომბერს დასრულდება.


ვიმყოფებით ენგურის ხიდთან, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სადაც ჩვენ დევნილ მოქალაქეებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა. საუბარია გადაადგილების პრობლემაზე, რუსული ხელისუფლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე, როდესაც მათ, ჩვენ დევნილ მოსახლეობას, ზუგდიდში აქვთ ნაყიდი საკვები პროდუქტი, ზუგდიდში აქვთ ნაყიდი საყოფაცხოვრებო პროდუქტები და აქ რუსული ხელისუფლება, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იწყებს გაურკვეველ რაღაც მოქმედებს, რომ შეაფერხოს ამ ყველაფრის გადატანა და ითხოვს ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით, ვიღაც X პიროვნებასთან მიწერას. საათების განმავლობაში ეს ადამიანები აქ ელოდებიან დასტურს, რომ გადაიტანონ ყველი, ყურძენი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ნაწილს უწევს უარის მიღება, ნაწილს უწევს თანხმობის მიღება. ვეკითხები, რომელ რეგულაციაში ჯდება ეს ყველაფერი? ეს არის ყველაფერი გამოძიების დაწყების საფუძველი, ეს არის კანონდარღვევა. ჩვენ დევნილ მოსახლეობას ექცევით წარმოუდგენლად, უღირსად და ეს ყველაფერი ძალიან მალე 26 ოქტომბერს დასრულდება. დასრულდება ჩვენი დევნილი მოსახლეობის ტანჯვა, წამება. დასრულდება სრულიად საქართველოს ტანჯვა, წამება, ამას ესე არ დავტოვებთ, - განცხადა სამუშიამ.