შიშის მაჩვენებელი - აქუბარდია კობახიძის განცხადებაზე

04.09.24 15:22
შიშის მაჩვენებელი - აქუბარდია კობახიძის განცხადებაზე

პარლამენტის დეპუტატი და პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია პრემიერის განცხადებას საგანგაშოს უწოდებს.

აქუბარდიას თქმით, ივანიშვილის გუნდი ძალიან შეშინებულია და კონსპირაციული თეორიების შესახებ კობახიძის განცხადება სწორედ ამის მანიშნებელია. 

ეს ძალიან საგანგაშო განცხადებაა და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ როგორ უჭირს "ქართულ ოცნებას", გამომდინარე იქიდან, რომ მან იცის, რომ არათუ საკონსტიტუციო, არამედ უბრალო უმრავლესობის შანსიც არ აქვს. ეს არის შიშის მაჩვენებელი და ეს კონსპირაციული თეორიები, რომელსაც თავად სუს-ის უფროსმა დასცინა, (ირაკლი კობახიძის განცხადებას),  კიდევ ერთხელ აჩვენებს უბრალოდ კუთხეში მიყენებულ "ქართულ ოცნებას", რომელმაც იცის, რომ გარდაუვალია მათი მარცხი", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 

საქართველოს პრემიერი სკანდალურ თეორიას ავითარებს - დღეს ირაკლი კობახიძემ იერიში ოპოზიციაზე მოიტანა და პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა გამორიცხული არ არის.

მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ ამ სცენარის ავტორი რადიკალური ოპოზიციაა, მიზანი კი სიტუაციის არევაა.