"ჭორებს კი არ უნდა ავრცელებდეს ასინეთასავით..." - ანა დოლიძე კობახიძის განცხადებაზე

04.09.24 15:29
"ჭორებს კი არ უნდა ავრცელებდეს ასინეთასავით..." - ანა დოლიძე კობახიძის განცხადებაზე

ადამიანი ჭორებს კი არ უნდა ავრცელებდეს ასინეთასავით, უნდა ასახელებდეს სახელებსა და გვარებს - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას "ძლიერი საქართევლოს" ლიდერი, ანა დოლიძე.

დოლიძის თქმით, "ოცნება" ჭორების მიზანმიმართულად ავრცელებს, რათა შემდეგ ოპოზიციას დაბრალდეს ყველაფერი. 

ადამიანი ჭორებს კი არ უნდა ავრცელებდეს ასინეთასავით, უნდა ასახელებდეს სახელებსა და გვარებს, ვისაც იციან, რომ საფრთხე ემუქრება და სპეციალური დაცვის სამსახური, ბატონი ანზორის სტრუქტურა უნდა უნიშნავდეს დაცვას, რომ ამ ადამიანს არაფერი არ მოუვიდეს. დღეს ხდება ჭორების გავრცელება, რომ ისევ და ისევ ოპოზიციას დაბრალდეს ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში იქნება", - განაცხადა ანა დოლძემ. 

საქართველოს პრემიერი სკანდალურ თეორიას ავითარებს - დღეს ირაკლი კობახიძემ იერიში ოპოზიციაზე მოიტანა და პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა გამორიცხული არ არის.

მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ ამ სცენარის ავტორი რადიკალური ოპოზიციაა, მიზანი კი სიტუაციის არევაა.