განიხილებოდა თუ არა ირაკლი კობახიძის სიძის კანდიდატურა აფხაზეთის მთავრობის მეთაურის პოსტზე?

04.09.24 17:33
განიხილებოდა თუ არა ირაკლი კობახიძის სიძის კანდიდატურა აფხაზეთის მთავრობის მეთაურის პოსტზე?

აფხაზეთის მთავრობის მეთაურის პოსტზე პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის დის ქმრის, დავით ფაცაციას კანდიდატურის განხილვა არ ყოფილა - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ “პირველებს“ განუცხდა.

გამახარია ამბობს, რომ მისი კანდიდატურა, განსახილველ პირებს შორის საერთოდ არ ყოფილა.

იყვნენ რამდენიმე, თუმცა დავით ფაცაციას კანდიდატურა არ იდგა“- განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ "ქართულ ოცნების" დეპუტატი, ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის მთავრობის მეთაური ხდება - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ დაუდასტურა.

ირკვევა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ლევან მგალობლიშვილის კანდიდატურა უკვე წარადგინა.

ცნობისთვის, ლევან მგალობლიშვილმა ორი კვირის ვადაში სამთავრობო გუნდი და პროგრამა უნდა შეიმუშაოს და საქართველოს პრემიერ მინისტრს უნდა წარუდგინოს.  ირაკლი კობახიძის თანხმობის შემთხვევაში კი ლევან მგალობლიშვილს უზენაესი საბჭო პლენარულ სხდომაზე მოუსმენს და ამის შემდეგ მხარს დაუჭერს.