ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში - ხელისუფლება დუმს
არც პრემიერი და არც "ოცნების" სხვა ლიდერები, პრაქტიკულად, არაფერს ამბობენ რუსეთის გადაწყვეტილებაზე, შეუჩეროს ოკუპირებულ რეგიონს დაფინანსება. დღეს საკითხზე ირაკლი კობახიძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და მხოლოდ ის თქვა, რომ ინფორმაცია ძალიან საინტერესოა, თუმცა საკითხი მგძნობიარეა და ამიტომ სხვა ვერაფერს იტყვის.
ინფორმაცია, თავისთავად, ძალიან საინტერესოა. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი არის მგძნობიარე, მე მის იქით კომენტარს არ გავაკეთებ, - ამბობს კობახიძე.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ იფორმაცია, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა, დაადასტურა. ამასტან, შამბა საქართველოში გავითარებულ მოვლენებსაც ეხმიანება და მოახლოებულ არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ღია მხარდაჭერას უცხადებს.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.