აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი ახალგორში ჩავიდა
რუსეთი მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მეცამეტე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე აფხაზურ დელეგაციასთან ერთად ცხინვალში ჩავიდა. ბჟანია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მიწვევით ახალგორშიც ჩავიდა.
ორი მეგობრული სახელმწიფოს ლიდერი აფხაზური დელეგაციის წევრებთან ერთად არმაზის წმინდა გიორგის ეკლესიას და ისტორიულ- მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვია. სასახლის კომპლექსში სტუმრებს ექსკურსია ჩაუტარეს და ქსნის ერისთავების ცხოვრებაზე და სასახლის მშენებლობაზე მოუყვნენ”, - წერია ბიბილოვის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.