გია ხუხაშვილი: ივანიშვილს განუვითარდა პარანოია, მაგრამ არც მთლად გიჟი არ არის
“(ივანიშვილის) რელიგიაზე აღტყინებით ლაპარაკი სასაცილოა, ვინც იცნობს და ერთხელ მაინც უსაუბრია მასთან, ეს რომ დიდი სიყალბე და მისტიფიკაციაა, ყველას კარგად ესმის“, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ხუხაშვილი ამბობს, რომ დეტალებში შესვლას არ აპირებს, მაგრამ კარგად ჩანს, რომ “ბოლოს ესენი (ოცნება) ისე გათავხედნენ, არც კი შეათანხმეს ეკლესიასთან, რას აპირებდნენ.“
ივანიშვილს განუვითარდა პარანოია, მაგრამ არც მთლად გიჟი არ არის, რომ ამის სჯეროდეს. მე მკითხეთ, მისი რელიგიაზე აღტყინებით ლაპარაკი სასაცილოა, ვინც იცნობს და ერთხელ მაინც უსაუბრია მასთან, ეს რომ დიდი სიყალბე და მისტიფიკაციაა, ყველას კარგად ესმის, მე დეტალებში შესვლას და ჭორაობას არ ვაპირებ, მაგრამ ბოლოს ესენი (ოცნება) ისე გათავხედნენ, არც კი შეათანხმეს ეკლესიასთან, რას აპირებდნენ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, ამ ხელისუფლების დიაგნოზი დასმულია და მათი ამბავი გასაგებია.