პრემიერი გამომძიებლის როლში - წინასაარჩევნოდ გამოცხადებული ტერორი და არეულობა ქვეყანაში

04.09.24 20:00
პრემიერი გამომძიებლის როლში - წინასაარჩევნოდ გამოცხადებული ტერორი და არეულობა ქვეყანაში

წინასაარჩევნოდ გამოცხადებული ტერორი და არეულობა ქვეყანაში - მსხვერპლიც ცნობილია და დამკვეთიც. კობახიძე აანონსებს, რომ ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმები იქნება, რომლებსაც თავად ოპოზიცია დააორგანიზებს.  ეს  შეთქმულების ახალი თეორიაა ხელისუფლებისგან.  მთავარი მოქმედი გმირი ისევ გლობალური ომის პარტიაა, ხელისუფლების ინფორმაციის  წყარო კი -  ჭორები, რადგან ჯერ ერთი მტკიცებულებაც კი არ გვინახავს მზის სინათლეზე.   

“ნუ ხართ პანიკაში“ - ეს შეუთვალეს დღეს ირაკლი კობახიძეს იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც პრემიერმა ტერორის მსხვერპლად გამოაცხადა. პანიკა და ძალაუფლების დაკარკვის შიში - მხოლოდ ეს ამოიკითხეს ოპოზიციაში მთავრობის მეთაურის განცხადებაში.

პრემიერი საკუთარ კონსპირაციის თეორიას ვერაფრით ამყარებს. არც გამოძიება დაწყებულა ლიდერების შესაძლო ლიკვიდაციაზე, რაც აჩენს ეჭვს, რომ დღეს პრემიერმა უბრალოდ “ოცნების“ გეგმა დაანონსა, რომელზედაც პასუხისგებლობა ოპოზიციას დააკისრა.

რა ჩაიფიქრა ოცნებამ წინასაარჩევნოდ და რისთვის ემზადება?- რუსუდან დუმბაძეა პირდაპირ ეთერში