მარგველაშვილი “ძლიერ საქართველოში“?

04.09.24 20:16
მარგველაშვილი “ძლიერ საქართველოში“?

ერთი ფოტო, რომელმაც “ქართულ ოცნებას“  წონასწორობა დააკარგვინა.  თავდასხმების ახალი სერია ოპონენტებზე. “ძლიერი საქართველო“ ხელისუფლების მორიგი შტურმის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში კოალიციის ლიდერების და გიორგი მარგველაშვილის ფოტო გავრცელდა. გადავიდნენ ოპონენტების ღია ლანძღვაზე და შეურაცხყოფაზე. კოალიციას არჩევნებზე კრახს უწინასწარმეტყველებენ, მეოთხე პრეზიდენტს კი ურეიტინგო პოლიტიკოსად მოიხსენიებენ. 

ფაქტია, რომ ოპოზიციური ფლანგის ნებისმიერი გამსხვილება და გაძლიერება “ოცნებისთვის“ დიდი საფრთხეა. ამიტომ ბრძოლის ერთადერთი გზა ოპონენტების დისკრედიტაციაა. რაც შეეხება “ძლიერი საქართველოს“ და გიორგი მარგველაშვილის  ალიანსს - არც ერთი მხარე ჯერ ოფიციალურად ამ ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა ფაქტია, რომ კონსულტაციები მხარეებს შორის აქტიურ რეჟიმშია და ახალი პოლიტიკური განაცხადიც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაკეთდება.

ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟი.