სკანდალური დასკვნა - "ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაშია მხილებული

04.09.24 20:26
სკანდალური დასკვნა - "ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაშია მხილებული

წინასაარჩენოდ მობილიზებული სახელმწიფო მანქანა - “ოცნებამ“ ადმინიტრაციული რესურსის სრული გამოყენება დაიწყო. უმძიმეს დასკვნას სამართლიანი არჩევნები აქვეყნებს. პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილი ზღვარი, ამომრჩევლის მოსყიდვა და საჯარო მოხელეების იძულება. არასამთავრობო ორგანიზაცია, ბოლო სამი თვის განმავლობაში, წინსაარჩევნო გარემოს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევდა მონიტორინგს და სავაროუდო დარღვევები ვრცელ დოკუმენტში აისახა. 

მათ შორის მოხვდა მასშტაბური სახელმწიფო პროექტები, რომლის ინიცირებაც “ოცნებამ“ სწორედ წინასაარჩევნოდ გადაწყვიტა. დასკვნაში ასახულია ის რეკორდული ფულადი შემოწირულობები, რომელსაც მმართველი პარტია იღებს. ირკვევა, რომ ბოლო სამ თვეში 16 პოლიტიკურმა სუბიექტმა 7 მილიონზე მეტი მიიღო. თუმცა, ამ თანხის 84 % მხოლოდ “ქართული ოცნების“ ანგარიშზე მოხვდა.

ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟი.