“დღეს ირაკლი კობახიძე შეშინებულ ბიძინა ივანიშვილს ელაპარაკებოდა“ - ელენე ხოშტარია
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მოსალოდნელ თავდასხმებზე იყო საუბარი, შეშინებულ ბიძინა ივანიშვილს ელაპარაკებოდა.
ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანია ხალხის დაშინებაზეა აგებული და ცდილობენ, საზოგადოება დაზაფრონ.
დღეს ირაკლი კობახიძე ელაპარაკებოდა შეშინებულ ბიძინა ივანიშვილს. მას ელაპარაკებოდა პარანოიდალურ სცენარებზე. მათ უნდათ, რომ ხალხი დაზაფრონ, შეაშინონ და მთელი ეს კამპანია იყოს შიშში, დათრგუნულობაში, ჭუჭყში და ა.შ.
დღეს ქართულ, მათ შორის, პოლიტიკურ სივრცეს განსაზღვრავს არა ბიძინა ივანიშვილის შიშები, არამედ განსაზღვრავს ქართული საზოგადოება, რომელიც არის შეკრული ცვლილებისთვის და განსაზღვრავენ ის პოლიტიკური მოთამაშეები, მათ შორის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, რომელიც არანაირ ნეგატივს, დესტრუქციას და არეულობას ამ ქვეყანაში არ დაუშვებს“ , - განაცხადა ხოშტარიამ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.