პოლიციის მობილიზება და ხმაური გლდანში - რა ხდება ირაკლი ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან (ვიდეო)

04.09.24 20:31
პოლიციის მობილიზება და ხმაური გლდანში - რა ხდება ირაკლი ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან (ვიდეო)

 

 

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო გლდანში, ირაკლი ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან -  გავრცელდა რამდენიმე წამიანი ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" და ბევრი პოლიციელი.

კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ".

"ტვ პირველი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში ცდილობს, ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა საკრებულოს დეპუტატზე თუ მისის დაკავების სპეცოპერაცია. 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, გასული წლის 22 სექტემბერს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

დეპუტატი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა და ამბობდა, რომ ფიზიკურად"ოცნებასთან" დაახლოებული პირები გაუსწორდნენ.