ხაბეიშვილი: გლდანში, ივანიშვილის მილიციამ მძევლად აიყვანა ირაკლი ეძგვერაძე
გლდანში, ივანიშვილის მილიციამ მძევლად აიყვანა ირაკლი ეძგვერაძე! ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი და გლდანის რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - ინფორმაციას "ერთობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ ხმაური იყო გლდანში, ირაკლი ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან - გავრცელდა რამდენიმე წამიანი ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" და ბევრი პოლიციელი.
კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ".
"ტვ პირველი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში ცდილობს.