ხმაური გლდანში - დაკავებულია ირაკლი ნადირაძეც (ვიდეო)
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ გლდანში დაპირისპირების დროს დააკავეს საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ნადირაძეც.
ცოტა ხნის წინ ხმაური იყო გლდანში, ირაკლი ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან - ოპოზიციის ინფორმაციით, პოლიციამ საკრებულოს დეპუტატი გაურკვეველი მიზეზით დააკავა.
მანამდე გავრცელდა რამდენიმე წამიანი ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" და ბევრი პოლიციელი.
კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ".
"ტვ პირველი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში ცდილობს.