მოვითხოვთ ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაუყოვნებლივ გათავისუფელბას - ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა
ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე - ამის შესახებ განცხადებას "ერთანობა ნაციონალური მოძრაიბა" ავერცელბს.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, “ქართული ოცნება“ ძალადობს საზოგადოებაზე, ხლეჩს მას, უპირისპირდება ადამიანებს და ამით იზოლაციასა და ჩიხში შეჰყავს მთელი ქვეყანა.
ესაა „ქართული ოცნების“ განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა დატოვოს იზოლაციასა და სიღატაკეში.
26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დაასრულებს ამ უკანონობასა და ძალადობას!
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.