ეს არის შეშინებული ხელისუფლების მოქმედება - ლევან ხაბეიშვილის პირველი კომენტარი

04.09.24 21:24
ეს არის შეშინებული ხელისუფლების მოქმედება - ლევან ხაბეიშვილის პირველი კომენტარი

პოლიტიკური პლატფორმა “ეთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების დაკავებას "ტვ პირველის" ეთერში ეხმიანება და ამბობს, რომ “ეს არის შეშინებული ხელისუფლების მოქმედება.“

ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ გლდანში მძევლად აიყვანეს პოლტიკოსები. 

ეს არის მცდელობა, რომ ძალადობრივი მოქმედებებით შეგაშინებთ. ასეულობით ადამიანია გამოსული გლდანში, რომელიც გულშემატკივრობს ირაკლის, რომელიც უსამართლობას უყურებს. სახლში შეუვარდნენ, ფაქტობრივად ოჯახში. სალაპარაკო აღარ აქვს ხალხთან ივანიშვილს, დადის დუშკაბინით და ხალხს ვეღარაფერს ჰპირდება, კი არ ეუბნება დაგეხმარებით, აგაშენებთ, არა, პირიქით, როცა ჩვენ ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ, გვეუბნება, დაგაშანტაჟებთ, დაგიჭერთ და საერთოდაც აფეთქებით დაგვემუქრა კობახიძე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ხაბეიშვილი დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს.

თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ, ძალის გამოყენებით დააკავა. გომელაურის უწყების ცნობით, საკრებულოს დეპუტატები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, გასული წლის 22 სექტემბერს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

დეპუტატი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა და ამბობდა, რომ ფიზიკურად"ოცნებასთან" დაახლოებული პირები გაუსწორდნენ.