"ოცნება” დასუსტებული და შეშინებულია - 26 ოქტომბერს მარცხდება - ვაშაძე ოპოზიციის ლიდერების დაკავებაზე

04.09.24 21:40
"ოცნება” დასუსტებული და შეშინებულია - 26 ოქტომბერს მარცხდება - ვაშაძე ოპოზიციის ლიდერების დაკავებაზე

“ხელისუფლების მიერ ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის უკანონო დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ “ქართული ოცნება” დასუსტებული, შეშინებულია და 26 ოქტომბერს მარცხდება - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,  “ქართული ოცნების” ერთადერთი მიზანი ქართველი ხალხის დაპირისპირება და დაყოფაა:

მათი ქმედებებიდან კარგად ჩანს, რომ “ქართული ოცნების” ერთადერთი მიზანი ქართველი ხალხის დაპირისპირება და დაყოფაა, თუმცა ეს ვერ შეაჩერებს ჩვენი გეგმის და ქართველი ხალხის ნების აღსრულებას რომ საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი და თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ.

თავისუფლება ჩვენი გუნდის წევრებს!

როცა ერთად ვართ, ვიმარჯვებთ! “ - გიორგი ვაშაძე.

 

თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ, ძალის გამოყენებით დააკავა. გომელაურის უწყების ცნობით, საკრებულოს დეპუტატები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, გასული წლის 22 სექტემბერს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

დეპუტატი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა და ამბობდა, რომ ფიზიკურად"ოცნებასთან" დაახლოებული პირები გაუსწორდნენ.