რუსული რეჟიმი, რომელიც სულ ღაფავს, სიკვდილს უახლოვდება და კუდს იქნევს - სალომე სამადაშვილი
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოლიდარობას უცხადებს გლდანში დაკავებულ დეპუტატებს და აცხადებს, რომ მათ კარგად იციან, “რას ნიშნავს სამართლებრივი შევიწროვება და დევნა ამ რუსული ავტოკრატიული რეჟიმის მხრიდან“.
სამადაშვილი მიიჩნევს, რომ “ქვეყანაში ქაოსის და არასტაბილურობის ერთადერთი წყარო ივანიშვილი და მისი ხელისუფლებაა.“
ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს სამართლებრივი შევიწროვება და დევნა ამ რუსული ავტოკრატიული რეჟიმის მხრიდან. მინდა, დავაფიქსირო ჩვენი სოლიდარობა, ვფიქრობ, საზოგადოებამ რაც უნდა დაინახოს ყველაზე ნათლად არის ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში, ქაოსის და არასტაბილურობის ერთადერთი წყარო ივანიშვილი და მისი ხელისუფლებაა.
ეს ქაოსი შექმნილი “ოცნების“ მიერ, ისევე როგორც რუსული კანონის შემოგდება. მინდა, საზოგადოებამ გააცნობიეროს, ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს აქვს ამოწურული რესურსი ამ ქვეყანაში. ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ, გვმართებს სიმშვიდე, რომ ყველამ დაინახოს საქართველოში და ფარგლებს გარეთ, ერთადერთი არასტაბილურობის წყარო არის რუსული რეჟიმი, რომელიც სულ ღაფავს, სიკვდილს უახლოვდება და კუდს იქნევს, რათა ბევრი რამე დაარღვიოს ქვეყანაში“, - განაცხადა სამადაშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში.