შსს ტყუის, საგამოძიებო მოქმედებებს ადგილი არ ჰქონია - თვითმხილველი

04.09.24 22:40
შსს ტყუის, საგამოძიებო მოქმედებებს ადგილი არ ჰქონია - თვითმხილველი

გლდანში მომხდარი დაკავების ერთ-ერთი თვითმხილველი შსს-ს ტყუილში ამხელს და აცხადებს, რომ ადგილზე არანაირ საგამოძიებო მქომედებებს ადგილი არ ჰქონია.

აკაკი ხუსკივაძე დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა საკრებულო დეპუტატების დაკავება და ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს არის ანგარიშსწორება და ტერორი.

საერთაშორისო დამკვირვებლებთან ჩვენ მუდმივად ვართ ხოლმე ხაზზე, ისინი დაუყოვნებლივ მოვიდნენ შემთხვევის ადგილას. გადავეცით ინფორმაცია, რომ არანაირი საბუთის წარდგენა არ მომხდარა, ძველი ბიჭებივით ჩაცმულმა პოლიციელებმა დაიწყეს საქმის გარჩევა საკრებულოს დეპუტატთან. მერე მოხდა მისი ავტოფარეხში ძალით შეყვანა, რა მიზნით, როგორ, არავინ იცის. ამის შემდეგ მოხდა ეძგვერაძის დაკავება, სიტყვიერი შელაპარაკება იყო, როგოც ვიდეოებზე ჩანს.

ყველაზე უცნაური და გაუგებარი იყო, ირაკლი ნადირაძე მოვიდა შემხთვევის ადგილზე ნახევარ საათში, ამოიღო ტელეფონი და მხოლოდ ამის გამო დააკავეს. შსს-ს გამოქვეყნებული ინფორმაცია მივაწოდეთ და ვუთხარით, რომ დეზინფორმაციას აქვს ადგილი. საგამოძიებო მოქმედებებს იქ ადგილი არ ჰქონია, რაც დააანონსა ივანიშვილმა, დაიწყო ტერორი და ანგარიშსწორება“, - განაცხადა აკაკი ხუსკივაძემ. 

თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ, ძალის გამოყენებით დააკავა. გომელაურის უწყების ცნობით, საკრებულოს დეპუტატები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

გომალაურის უწყების განცხადებით, პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის წევრი ადმინისტრაციული წესით დააკავა. დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, გასული წლის 22 სექტემბერს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

დეპუტატი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა და ამბობდა, რომ ფიზიკურად"ოცნებასთან" დაახლოებული პირები გაუსწორდნენ.