ამის ჩამდენები პოლიტიკურ სანაგვეზე გადაინაცვლებენ - საბა ბუაძე ირაკლი ეძგვერაძის დედას შეხვდა
"შეშინებული ხელისუფლებისგან აბსოლუტურად ყველაფერს უნდა ველოდოთ"- "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე გლდანში, იმ ადგილზე მივიდა, საიდანაც პოლიციამ ოპოზიციის ლიდერები დააკავა.
პოლიტიკოსის შეფასებით, "ხელისუფლების დაკარგვის პანიკური შუშით შებრობილმა ხელისუფლებამ სახე დაკარგა":
აბსოლუტურად ყველაფერს უნდა ველოდოთ ამ შეშინებული ხალხისგან. მათ პანიკური შიში აქვთ ხელისუფლების დაკარგვის და ამას უკავშირდება ის, რომ ასე დაკარგეს სახე და ასე იქცევიან.
პოლიცის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას უთხიან ძირს, როცა პოლიციელი იქცევა როგორც ე.წ. შპანა, საუბარი იქ არც ადამიანის უფლებებზე იქნება და არც ღისრესულ დამოკიდებვულებაზე“- გაანცხადა ბუაძემ.
საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძისდაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. მისი თქმით, უკანონო დავალების შემსრულებლები აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე.
როცა პოლიტიკურად აქტიურია ხარ, ხარ სამიზნე ამ დაგეშილი ხალხის და ეს ყევალფერი აუცილებლად დასრულდება იმ ძალიან ლოგიკური შედეგით, აი, ამ ყველაფრის ჩამდენი ხალხის სანაგვეზე გადანაცველებით. ისინი აუცილებლად გადაინაცვლებენ პოლიტიკურ სანაგვეზე,ის ხახლი კი, ვინც ამ სისტემის დავალებების შემსრულებელია, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით"- თქვა მან.