ირაკლი ნადირაძე თავისუფალია - დეპუტატის პირველი კომენტარი

05.09.24 00:14
ირაკლი ნადირაძე თავისუფალია - დეპუტატის პირველი კომენტარი

ირაკლი ნადირაძე თავისუფალია - თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ის მაშინ დააკავეს, როცა გლდანში ირაკლი ეძგვერაძეს აკავებდნენ. 

მისი თქმით, ის ხელწერილით გამოუშვეს. 

ნადირაძის თქმით, მთავარი სამიზნე ირაკლი ეძგვერაძე იყო. 

"ქართული ოცნება ძალიან შეშინებულია, ჩვენ მუქარით ვერ შეგვაშინებთ. თუ გონია, რომ ამ დაკავებებით და მუქარებით შეგვაშინებენ ძალიან ცდებიან, პირიქით, გვმაღლდება მოტივაცია, რომ ეს ბანდიტების გროვა დავამარცხოთ ",- ამბობს ნადირაძე.