პოლიციელები ირაკლის და ჩვენს მიმართ აგრესიულები იყვნენ... სისტემა არის დამპალი უკვე - ეძგვერაძის მეგობარი

05.09.24 11:28
პოლიციელები ირაკლის და ჩვენს მიმართ აგრესიულები იყვნენ... სისტემა არის დამპალი უკვე - ეძგვერაძის მეგობარი

ირაკლი ეძგვერაძის მეგობარი პოლიციელების მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს.

გიორგი ალადაშვილი "პირველებს" უყვება, როგორ წვდა თეთრებში ჩაცმული პოლიციელი ეძგვერაძეს.

იყო სპეცოპერაცია ირაკლის წინააღმდეგ და ჩვენს წინააღმდეგ. ეს პირველად არ მომხდარა. 4 წელია უკვე ამ რეჟიმში ვართ. ეს უკავშირდება ირაკლის წინასაარჩევნო აქტიურობას. ადვოკატმა გამოიტანა ინფორმაცია, რომ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება ირაკლის.  იქვე იყო ნათელი, თუ როგორ აგრესიით იყვნენ პოლიციელები მის მიმართ და ჩვენს მიმართ განწყობილნი, თუ როგორ წვდა თეთრებში ჩაცმული პოლიციელი მას. მე ვიტყოდი, რომ სისტემა არის დამპალი უკვე, აგონიაში არიან, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, უფრო აგრესიაზე არიან გადასულები", - ამბობს ეძგვერაძის მეგობარი გიორგი ალადაშვილი. 

ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის  თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ". შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს ოცნების დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.