Spiegel: ზელენსკის სურს „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე პარტნიორებს იარაღის მიწოდება პირადად სთხოვოს
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს პირადად დაესწროს გერმანიაში დაგეგმილ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრას და პარტნიორებს იარაღის მიწოდება თავად სთხოვოს, - ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცლებს.
გარდა ამისა, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს სურს, მოითხოვოს ახალი იარაღის მიწოდება ქვეყნის არმიისთვის, განსაკუთრებით შორი მანძილზე მოქმედი რაკეტები და საჰაერო თავდაცვის მეტი საშუალებები.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 24-ე შეხვედრა, რომელიც „რამშტაინის“ ფორმატის სახელითაა ცნობილი, 6 სექტემბერს გერმანიაში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ამავე სახელწოდების საავიაციო ბაზაზე გაიმართება.