არ არსებობს თემა, რომლითაც "ოცნება" არ სპეკულირებს და ვიწროპარტიული სარგებლის მიღებას არ ცდილობს - მანჯგალაძე
"26 ოქტომბრის არჩევნები ახლოვდება და ისინი გადასულები არიან ხალხის დაშინებაზე" - ასე ეხმაურება "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ირაკლი ეძგვერაძის დაკავების ფაქტს.
მანჯგალაძის თქმით, "ოცნება" სხვადასხვა თემით სპეკულირებს, რასაც ხალხმა ეროვნული თანხმობა უნდა დაუპირისპიროს.
26 ოქტომბრის არჩევნები ახლოვდება და ნაცვლად იმისა რომ ხალხისთვის რას გავაკეთებთ კონკურენცია ამაში ჰქონდეს ხელისუფლებას ოპოზიციასთან, ისინი გადასულები არიან ხალხის დაშინებასა და მოქალაქეების ერთმანეთზე დაგეშვაზე.
არ არსებობს თემა, რომლითაც “ქართული ოცნება” არ სპეკულირებს და ვიწროპარტიული სარგებლის მიღებას არ ცდილობს, რაც ამორალურია სწორედ ამის საწინააღმდეგოდ ვთავაზობთ ქვეყანას ერთიანობას და ეროვნულ თანხმობას, რომ არ ავყვეთ სიძულვილისა და დაპირისპირების მცდელობაში დამარცხებისთვის განწირულ “ქართულ ოცნებას”.”- განაცხადა მანჯგალაძემ.