"ეს არის კობახიძის დაპირებული - "ნაცები" ერთმანეთის ცემას აპირებენო, მაგრამ ენმ-ზე გადაბრალება არ გამოუვიდა" - ხვიჩია ეძგვერაძის დაკავებაზე
ეს არის დაპირებული "ნაცები ერთმანეთის ცემას აპირებენო" და მერე ჩვენზე გადმობრალებასო" - ასე ეხმაურება "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას.
ხვიჩიას თქმით, "ოცნებას" უნდოდა, რომ ეს "ნაციონალებს" დაბრალებოდა, თუმცა მაინც ცნობილი გახდა, რომ გუშინ გლდანში მომხდარ ინციდენტში ხელისუფლება იყო ჩარეული.
ეს არის დაპირებული "ნაცები" ერთმანეთის ცემას აპირებენო და მერე ჩვენზე გადმობრალებასო", მე მგონი, იმიტომ, რომ მგონი ბატონი ირაკლის განცხადებიდან ცოტა ხანში იყო, თუმცა, არ დაიმალა, როგორც ვივარაუდეთ, რომ ეს ამბავი "ნაცების" მოწყობილი არ იყო, თორემ ეჭვი შეიძლება ყოფილიყო, ორი ნაცები არიან, ერთმანეთში ჩხუბობენ, რომ ერთმა "ნაცებმა" მეორე "ნაცები" სცემეს. პრინციპში, მარტივი დასაბრალებელია ერთმანეთზე, მაგრამ მაინც არ დაბრალდა და მაინც გასაგები გახდა, რომ ხელისუფლება იყო ჩარეული ამ სფეროში", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ". შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს ოცნების დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.