ივანიშვილი ჩემი გატაცების თანამონაწილეა - პირველი ინტერვიუ აფგან მუხთარლისთან
"პირველებმა" ჩაწერა ექსკლუზიური ინტერვიუ აფხან მუხტლისთან, რომელმაც ევროსასამართლოში საქართველოს ხელისუფლებას დავა მოუგო.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი პირდაპირ ამბობს, რომ თბილისიდან მისი გატაცების ბრძანება ბიძინა ივანიშვილის გაცემულია და ვიდრე ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში მას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.
მე არ მჯერა, რომ ვიდრე ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, ეს საქმე იქნება გამოძიებული, რადგან ივანიშვილი ჩემი გატაცების თანამონაწილეა. ამის შესახებ საჯაროდ ილაპარაკა სუს-ის იმ მაღალჩინოსანმა, რომელიც ახლა ციხეშია, რომ ბრძანება მოდიოდა ივანიშვილისგან.
არჩევნების შემდე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში დემოკრატიული ხელისუფლება მოვა ის აუცილებლად გამოიძიებს ამ საქმეს.
ჩემს გარდა თბილისიდან გაიტაცეს და ახლა რუსულ ციხეშია, კიდევ ორი რუსი ოპოზიციონერი. შემდეგ კიდევერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სადიგოვი - ეს შემთხვევით არ ხდება. ივანიშვილის ბრძანების გარეშე ეს მოხდება.
მას შემდეგ რაც მე სამი გამტაცებლიდან ერთ ერთი ამოვიცანი, მივედი პროკურატურაში წელიწად ნახევრის წინ, დავასახელე, გამოძიებამ არაფერი გააკეთა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, პროკურატურა არც კი მპასუხობს ტელეფონზე, რა ეტაპზე გამოებრება და რა დაადგინეს, ეს ადასტურებს რომ სისტემას არ უნდა ამ საქმის გამოძიება, რადგან გატაცების თანამონაწილეები თავად არიან"- აცხადებს მუხთარლი.
აფგან მუხთარლიმ ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმე მოიგო.