ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილის ხელისუფლება ძარცვავს თავის ხალხს, თვითონ კი ამ ყველაფრის ხარჯზე მდიდრდებიან
"პარკირების ერთწლიანი აბონემენტი ადრე ღირდა 50 ლარი, დღეს დედაქალაქში იგივე სერვისი 800 ლარამდე ჯდება. ჯარიმები გაზრდილია - ამის შესახებ ,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, პარკირების ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "ივანიშვილის ხელისუფლება ძარცვავს საკუთარ ხალხს, თვითონ კი მდიდრდებიან ამ ყველაფრის ხარჯზე."
"2013-2014 წლებში ეს 130 მლნ. ლარის ჯარიმა იყო 12, 14, 16 მლნ ლარი, ანუ ადამიანი იხდიდა 12, 14, 16 მლნ ლარს 2014 წელს და მაშინაც კი ეს თანხა იყო ბევრი. დღეს ეს ჯარიმები არის გაზრდილი 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ და ადამიანების ჯიბეებიდან იღებენ 7-ჯერ უფრო მეტს, ცხადია ეს არის დანაშაული და ხალხი როცა ამბობდა და ჩვენც მხარს ვუჭერდით, რომ სითი პარკი არ ყოფილიყო დედაქალაქში, პრობლემა იყო ეს გადასახადი, პრობლემა იყო ტარიფში და პრობლემა იყო ის, რომ პარკირების ადგილი არ იყო. დღეს დედაქალაქში არც პარკირების ადგილია დამატებული და არც დაპირებული მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირებები, არც გაიაფება არ მომხდარა, პირიქით 5-ჯერ გაძვირდა სერვისი. ადრე 1 წლიანი აბონემენტი ღირდა 50 ლარი და დღეს დედაქალაქში 800 ლარამდე ჯდება ეს საათობრივი ულიმიტო პარკინგი რომ იყიდოს ადამიანმა და პლუს ამას ჯარიმები, მინიმუმ 2,5-ჯერ არის გაზრდილი. ეს არის ძარცვა და ყაჩაღობა კანონის სახელით. თუ ვინმე მეტყვის, რომ ხუთჯერ მოემატა ანაზღაურება, მე ვიტყვი, რომ ნორმალურია თუ პარკირება 5-ჯერ გაიზარდა, მაგრამ როცა ადამიანი კიდევ უფრო გაღარიბდა და ამ დროს ხელისუფლება ცდილობს, რომ 5-ჯერ, 7-ჯერ უფრო მეტი ამოიღოს ხალხის ჯიბიდან ეს არის დანაშაული და ჩვენ შემდეგ კარგად ვიცით ამ ამოღებულ ასეულობით მილიონ ლარს როგორ ხარჯავენ“. განაცხადა ,,ერთიანობა“-,,ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, პარკირების ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით